


კაზუსების ამოხსნის მასტერ - კლასი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 6 - 7 დეკემბერს სამართლის სპეციალისტმა ქეთევან ჩომახაშვილმა კაზუსების ამოხსნის მასტერ-კლასები ჩაატარა.
ლექციის განმავლობაში სტუდენტები გაეცნენ თეორიულ მასალას, ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, ევარჯიშათ პრაქტიკულ მაგალითებზე და რეალურ კაზუსებზე დაყრდნობით აეთვისებინათ მათი ამოხსნის ტექნიკა და პრინციპები.ქალბატონმა ქეთევანმა ისაუბრა ფაქტორებზე, რომლებზეც იურისტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს კაზუსის ამოხსნის დაწყებამდე: დასმული დავალების ან შეკითხვის კარგად გააზრება, კაზუსის ტექსტის მრავალჯერ წაკითხვა, გამოსაყენებელი ნორმის მოძებნა, კონკრეტული შემთხვევის ნორმასთან შედარება და სხვა საჭირო ნიუანსი. დასკვნისთვის მან განიხილა კაზუსის ამოხსნისას დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ საშუალება, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია სამართლის სხვადასხვა დარგის მოწვეული სპეციალისტებისგან.