


კავკასიოლოგიური საუბრები
მიმდინარე წლის 11-13 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ინიციატივით ჩატარდა სასწავლო - პრაქტიკული შეხვედრა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იენის (გერმანია) უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ - მასწავლებლებმა.
სემინარზე წარმოდგენილი ინტერდისციპლინარული ხასიათის მოხსენებები და მომავალი კვლევითი პროექტების სამუშაო მონახაზები შეეხებოდა საქართველოსა და ზოგადად კავკასიის ისტორიისა და ხალხთმცოდნეობის აქტუალურ საკითხებს.
სემინარის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე მომავალი ერთობლივი მუშაობის გაღრმავების მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კვლევითი ხასიათის სემინარი "კავკასიოლოგიური საუბრების" სახელწოდებით და მიეცეს მას რეგულარული ხასიათი.