ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კავკასიის მტაცებელი ფრინველები და ბუსნაირები

საერთაშორისო კონფერენცია “კავკასიის მტაცებელი ფრინველები და ბუსნაირები” 26 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. კონფერენცია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით.

კონფერენცია გაგრძელდება 28 ოქტომბრამდე აბასთუმნის ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, სადაც განიხილება შემდეგი თემები:

  • “კავკასიისა და მიმდებარე რეგიონების მტაცებელი ფრინველებისა და ბუსნაირების პოპულაციების თანამედროვე მდგომარეობა”;
  • “მობუდარი სახეობების ბიოლოგია, ფაუნა, ტერიტორიული დანაწილება, რიცხოვნობა”;
  • “მიგრაციები და ზამთრობები”;
  • “მტაცებელი ფრინველების პრაქტიკული მნიშვნელობა და ნადირობა დამჭერი ფრინველებით”.


კონფერენციის მუშაობის პროცესში იმუშავებს “მრგვალი მაგიდა”, რომელიც სხვადასხვა პრობლემის განხილვას მიეძღვნება.

ბანერები