ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კატარის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ილიაუნიში

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 8 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კატარის უნივერსიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით:

• დოქტორი შეიხა აბდალა ალ-მისნედი - კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტი; 
• დოქტორი დარვიშ ალ-ემადი - კატარის უნივერსიტეტის სოციალური და ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი; 
• დოქტორი ხალიდ ალ-ალი - კატარის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური მიმართულებით.  

წარმომადგენლობა შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ გიგა ზედანიას. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლო სფეროები და დაიგეგმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კატარის უნივერსიტეტს შორის უახლოეს მომავალში გაფორმდეს ურთიერთგაგების მემორანდუმი.

კატარის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ძველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც თავდაპირველად დაარსდა, როგორც განათლების კოლეჯი. მას მოგვიანებით დაემატა ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა: ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, ისლამის კვლევა და სხვა. ამჟამად კატარის უნივერსიტეტი 14 000 სტუდენტს აერთიანებს.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები