


ჟურნალ ”ლიბერალის” პრეზენტაცია ”ლიგამუსში”
13 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიის კაფე ”ლიგამუსში” ჟურნალ ”ლიბერალის” პრეზენტაცია გაიმართა.
”ლიბერალის” მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი და ჟურნალისტები სტუდენტებს შეხვდნენ და ჟურნალის კონცეფცია გააცნეს. მათი განცხადებით, ჟურნალი ”ლიბერალი” - ეს არის დამოუკიდებელი, ხარისხზე ორიენტირებული, პოლიტიკურად ნეიტრალური ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემა, რომელიც მკითხველს დაბალანსებულ, ობიექტურ ახალ ამბებს, პრობლემების სიღრმისეულ კვლევასა და ანალიზს სთავაზობს ისეთ თემებზე, როგორიცაა: საზოგადოება, პოლიტიკა, განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკა, ბიზნესი, ადამიანის უფლებები, რელიგია, ეკოლოგია, მეცნიერება და სხვა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა წინა კვირაში განვითარებული მოვლენები ანუ დეისაძის წიგნის ირგვლივ ატეხილი სკანდალი იყო. ”ლიბერალის” ავტორებმა მოისმინეს სტუდენტების აზრი და მათი დამოკიდებულება საზოგადოებაში არსებული განსხვავებული შეხედულებების მიმართ. გაიმართა დისკუსია. სტუდენტებმა ჟურნალის ავტორებს გაუზიარეს საკუთარი ინტერესები და მიაწოდეს იდეები, თუ რა თემების გაშუქებას ისურვებდნენ ”ლიბერალში”.
ჟურნალის ავტორებისა და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრამ დიალოგის რეჟიმში ჩაიარა.