ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

იწყება მიღება გაზაფხულის სემესტრის პრეაქსელერაციის პროგრამაზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრ Zoomout-ისა და ფაბლაბის ორგანიზებით იწყება განაცხადების მიღება გაზაფხულის სემესტრის პრეაქსელერაციის პროგრამაზე, რომელიც განხორციელდება  22 აპრილიდან 10 ივნისის ჩათვლით.

პრეაქსელერაციის მიზანია ხელი შეუწყოს ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს

  • საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის გაცნობაში;
  • საერთაშორისო და ქართული საინვესტიციო და საგრანტო ფონდების მოძიებასა და განაცხადების დახვეწაში;
  • ანტრეპრენერული უნარ-ჩვევებისა და აზროვნების განვითარებაში;
  • ტექნოლოგიური სტარტაპიდეების განხორციელებასა და გუნდის განვითარებაში.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც გუნდში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მინიმუმ ერთი მოქმედი და/ან კურსდამთავრებული სტუდენტი ჰყავს და სურს ინოვაციური იდეების განვითარება და სტარტაპად ჩამოყალიბება. გუნდში მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა 2 ადამიანი, მაქსიმალური − 4 ადამიანი.

პროგრამა დასრულდება დემო დღით, რომელზეც მონაწილეები იდეებს გააცნობენ სპეციალურ ჟიურის.

პროგრამაზე შერჩევის კრიტერიუმები:

  • იდეის ინოვაციურობა (ინოვაციური მოწყობილობა, სერვისი ან/და პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაცია და ა.შ.) – 10 %
  • სტარტაპიდეის რეალისტურობა, განხორციელებადობა – 10 %
  • პროგრამაში მონაწილეობის მოტივაცია – 80 %

პროგრამა იყოფა 6 ძირითად ნაწილად:

  • იდეების გენერირება და დახვეწა
  • პროტოტიპირება და ვალიდაცია
  • ბიზნესმოდელის დახვეწა და ფინანსები
  • საინვესტიციო ფონდების მოძიება
  • საგრანტო განაცხადების დაწერის ტექნიკები
  • საინვესტიციო პიჩის მომზადება

ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

პრეაქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/fVuijHhZSh1grcn78

რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 15 აპრილი, 23:59 საათი

პროგრამა ხორციელდება პროექტის „უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)“ შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

2025

 

ბანერები