ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

იურიდიული განათლების განვითარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ და სპს ,,ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფის"  ხელმძღვანელმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

შეხვედრას ესწრებოდა ასევე სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი თუმანიშვილი და იურიდიული კომპანიის წარმომადგენლები. მემორანდუმის საგანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს სტუდენტთა პროფესიული დაოსტატებისა და განვითარების მიზნით, უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ საადვოკატო ფირმასთან ურთიერთობის გზით პრაქტიკული გამოცდილების მიღებას და  კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობას.

იურიდიულ კომპანიაში თავდაპირველად გაიგზავნება სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხუთი სტუდენტი, რომლებიც გაივლიან სტაჟირებას. მათი მთავარი კომპონენტი რეალურ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება იქნება.

კომპანია ყველა აკადემიური სემესტრის დასაწყისში აიყვანს სტუდენტებს სტაჟირების გასავლელად, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და იურიდიული კომპანიის ორგანიზებით ჩატარდება საზაფხულო სკოლები.

ბანერები