


“Issues in Kartvelian studies“ – თამარ მახარობლიძის რედაქტორობით ამერიკის შეერთებულ შტატებში კრებული გამოიცა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორის, თამარ მახარობლიძის რედაქტორობით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა კრებული „ქართველოლოგიის საკითხები“ (Issues in Kartvelian studies.Vernon Press. USA.), რომელშიც წარმოდგენილია თანამედროვე ქართველოლოგიური კვლევების ფართო სპექტრი.ეს ამ ტიპის პირველი კრებულია ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით.
თამარ მახარობლიძის შესახებ
თამარ მახარობლიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორია. მისი ინტერესის სფეროა ქართველოლოგია, ტიპოლოგიური ლინგვისტიკა, ზოგადი ლინგვისტიკა, ჟესტების ენები და გამოთვლითი ლინგვისტიკა; იგი არის 30 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს, 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. 2017 წელს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააჯილდოვა, როგორც საუკეთესო მეცნიერი.
პროფესორი მახარობლიძე ასევე სცენარებისა და პიესების, საბავშვო წიგნების, 200-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის, მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალების სატელევიზიო და რადიოგადაცემების ავტორია.
2022 წელი