
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ისრაეილის ელჩის ვიზიტი
ახალი ამბები
10 ივნისს ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტს ეწვია რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში.
ინსტიტუტის დირექტორმა, ნინო ცინცაძემ სტუმარს ინსტიტუტი დაათვალიერებინა და მისი საქმიანობის შესახებ უამბო.
ისრაელის საელჩოსა და მაშავის პროგრამას ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან გრძელვადიანი თანამშრომლობა აქვს. მაშავის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში იმყოფებოდნენ კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტები, რომლებმაც ინსტიტუტის თანამშრომლებსა და უნივერსიტეტის ენა-მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სალექციო კურსები ჩაუტარეს.
ამჯერად ისრაელის საელჩომ ინსტიტუტს კვებითი თერაპიისათვის საჭირო ინვენტარი და სამაგიდო თამაშები გადასცა საჩუქრად.