ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

იოსტ გიპერტის იუბილე ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 მარტს ცნობილი ქართველოლოგის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის, იოსტ გიპერტის იუბილე აღინიშნა.

იოსტ გიპერტი აქტიურად თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრთან.

ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში იოსტ გიპერტმა ქართველ მეცნიერებთან ერთად ქართველოლოგიასა და კავკასიოლოგიაში უმნიშვნელოვანესი პროექტები განახორციელა. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა დღემდე ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური (განსაკუთრებით ძველი ქართული ტექსტების) და კავკასიოლოგიური ელექტრონული რესურსების ბაზა.

ბანერები