


ინტენსიური (სამთვიანი) კურსები ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ იტალიური კულტურის ცენტრში 12 დეკემბრიდან კვლავ განახლდება იტალიური ენის შემსწავლელი ინტენსიური (სამთვიანი) კურსები, რომელსაც გაუძღვებიან იტალიელი და ქართველი ლექტორები. კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. ცენტრი, ასევე, გაძლევთ საშუალებას, გაემგზავროთ იტალიაში თქვენი ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად და მოინახულოთ იტალიის ულამაზესი ქალაქები.
ლექციების განრიგი: ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ.
ლექციების ხანგრძლივობა: თითო ლექცია საათნახევრიანია.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 12 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501-502 აუდიტორიაში.
საკონტაქტო ინფორმაცია
მის.: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 501-502 ოთახი (გ. წერეთლის ქ. #3);
ელფოსტა: cci.tbilisi@gmail.com
ტელ.: 2 23 36 51 ; 599 98 08 16
ფეისბუქ-გვერდი: italiuri kulturis centri