ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინტელექტუალური თამაში - „მოდერნისა და პოსტმოდერნის ლიტერატურული ნიმუშები

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „თავისუფალი მეცნიერებების“ საბაკალავრო პროგრამას ორგანიზაცია “ლიბერალური განათლების ამერიკულ-ქართული ინიციატივა”, აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტთან ერთად, 2005 წლიდან ახორციელებს. ლიბერალური განათლების კონცეფციაზე დაფუძნებული პროგრამის ფარგლებში ხშირად ტარდება სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობა. მათ შორის ერთ-ერთია პროფესორ მანანა ანასაშვილის მიერ უკვე არაერთხელ (2012, 2013 წწ) ჩატარებული ინტელექტუალური თამაში, რომლის მიზანია, გამოავლინოს სტუდენტები, რომელთაც არა მარტო კარგად აითვისეს მოცემულ კურსში შემოთავაზებული ტექსტები, არამედ შეუძლიათ ანალიტიკური და სინთეზური აზროვნება და სასწავლო მასალის ამგვარად გააზრებით შემოთავაზებულ კითხვებზე პასუხების მოძიება.

ამა წლის 2 ივლისს, „თავისუფალი მეცნიერებების“ პროგრამამ, პროფ. მანანა ანასაშვილის ხელმძღვანელობით, მორიგი ინტელექტუალური თამაში შესთავაზა გაზაფხულის სემესტრის კურსის - „მოდერნისა და პოსტმოდერნის ლიტერატურული ნიმუშები“ (ნაწ. I) - სტუდენტების 2 გუნდს. (კაპიტნები - გ. ნინიკაშვილი და უ. ჭანტურია). თამაშისთვის შეკითხვები მოამზადეს მ. ანასაშვილმა, თავად გუნდებმა და ამავე პროგრამის კურსდამთავრებულმა, ა. სუმბაძემ. თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, რადგან ორივე გუნდი საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა, საბოლოო გამარჯვება გ. ნინიკაშვილის გუნდმა მოიპოვა 4 ქულის სხვაობით.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები