ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინოვაციური კონკურსი INNOGEORGIA

საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი (TTCG) დაარსდა 2012 წლის 27 სექტემბერს, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 2012 წლის 15 ოქტომბერს, ოფიციალური დაარსების შემდეგ, ცენტრმა გამოაცხადა ტექნოლოგიების გადაცემისა და ინოვაციების კონკურსი - INNO|GEORGIA.

ცენტრი დაარსდა საქართველოში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ტექნიკური დახმარებისა და ბიზნეს მხარდაჭერის გასაწევად, ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობებსებისა და შესაბამისად მათი ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ცენტრის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური კულტურის დამკვიდრებას საქართველოში და ტექნოლოგიების ტრანსფერს კვლევითი სფეროდან ეკონომიკის რეალურ სექტორში. ცენტრის მრავალფუნქციური პროფილი გამომდინარეობს მისი დამფუძნებლებისგან, რომელთა შორის არიან საგანმანათლებლო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის (TTCG) პირველი პროექტი, კონკურსი - INNO|GEORGIA ტარდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) GmbH მხარდაჭერით. მისი მიზანია დაეხმაროს კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური საპროექტო წინადადებები, მაგრამ არ გააჩნიათ ნოუ-ჰაუ ან ფინანსური სახსრები მათ განსახორციელებლად. კომპანიები, რომლებიც ეძებენ, მაგალითად თავიანთი პრობლემების ახალი ტექნოლოგიების საშუალებით გადაწვეტის გზებს, აქვთ სურვილი განახორციელონ კვლევისა და განვითარების (R&D) ერთობლივი პროექტები ადგილობრივ ან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, ან გეგმავენ მომავალში განავითარონ და მომხმარებელს შესთავაზონ ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქცია ან მომსახურება, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში. მაღალი რანგის ჟიურის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩევა 5-მდე კომპანია, რომლელსაც კონკურსის ფარგლებში ცენტრი გაუწევს ტექნიკურ დახმარებას და ასევე უზრუნველყოფს პროექტის თანადაფინანსებით – ერთ კომპანიაზე მაქსიმუმ 20 000 ლარის ოდენობით. მოკლე სიაში (short list) მოხვედრილი კომპანიები ნოემბრის ბოლო კვირაში პრეზენტაციებს გააკეთებენ ჟიურის წინაშე. კონკურსის გამარჯვევულები გამოვლინდებიან 2012 წლის 30 ნოემბრისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში დარეგისტრირებულ მიკრო, მცირე და საშუალო კომპანიებს/საწარმოებს, რომლებიც მოღვაწეობენ შემდეგ სექტორში: სასოფლო სამეურნეო-საკვები პროდუქცია, გადამუშავება, შეფუთვა, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, მშენებლობა, ტურიზმი. ასევე იქნება განხილული სხვა სექტორში მოღვაწე მიკრო, მცირე და საშუალო კომპანიების/საწარმოების საინტერესო პროექტები.

განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ცენტრის ვებ-გვერდიდან www.gttc.ge ან საქპატენტის ვებ-გვერდიდან http://www.sakpatenti.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=334 ან მოითხოვოთ ცენტრის ოფისში რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ნინო რამიშვილი ქ. N 31, თბილისი 0179.

აპლიკაციის ფომები იხ. მიმაგრებულ დოკუმენტებში.>>

ბანერები