ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი სტუდენტებისთვის – ბიოტექი

ახალი ამბები

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემა“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 27-დან 30 ნოემბრის ჩათვლით ბაკურიანში სტუდენტებისათვის გამართავს ინოვაციური სტარტაპების ბანაკს, რომლის მთავარი თემა იქნება ბიოტექნოლოგიები და ბიოინჟინერია.

ბანაკი განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიოლოგია
  • ბიოქიმია
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • კომპიუტერული ინჟინერია
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები

ბანაკში მონაწილეობა უფასოა, მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (თბილისიდან ტრანსპორტირება, ცხოვრება, კვება, სასწავლო მასალები და სხვ.).

ბანაკის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბი და პრე-აქსელერატორი ზუმაუთი აქტიურად იმუშავებენ სტუდენტებთან იდეების ხელშესახებ „პროდუქტად“ გარდასაქმნელად.

3 დღის განმავლობაში მონაწილეები:

  • მოისმენენ სამეცნიერო ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, ბიოტექნოლოგიებზე, ბიოინჟინერიაზე, სამედიცინო პორტატიულ მოწყობილობებზე, დიაგნოსტიკის ინსტრუმენტებსა და სხვ;
  • გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიების სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს;
  • გამოცდილი მენტორების დახმარებით გუნდურად იმუშავებენ ინოვაციური ბიოტექნოლოგიური იდეების შექმნაზე;
  • ბანაკში შემუშავებულ იდეებს წარუდგენენ ჟიურის.

როგორ მივიღო ბანაკში მონაწილეობა?

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ბმულის მეშვეობით https://bit.ly/3zFj1zs

მონაწილე სტუდენტები შეირჩევიან გამოცდილებისა და მოტივაციის მიხედვით.

სამუშაო ენა: ქართული

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 23 ნოემბერი, 23:59.

ადგილმდებარეობა: ბაკურიანი-ინი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელფოსტა: fablab@iliauni.edu.ge
საკონტაქტო პირები:
ავთანდილ მღებრიშვილი
მობილურის ნომერი: 551080404
ანი ჩიკვაიძე
მობილურის ნომერი: 558147202

2022 წელი

 

ბანერები