ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი მოსწავლეებისთვის (ნაკადი 1)

ახალი ამბები

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) ორგანიზებით მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე განახორციელა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი მოსწავლეებისთვის.

ბანაკში მონაწილეობა კონკურსით შერჩეულმა სხვადასხვა საჯარო სკოლის 75-მა მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან. მათ პროექტის ფარგლებში სრულად დაუფინანსდათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

8 დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს და მიიღეს საწყისი ცოდნა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომ დაეხმარებათ STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.

8 დღის განმავლობაში მოსწავლეებმა:

  • იმუშავეს არდუინოსა და პროგრამირებაზე;
  • მოისმინეს სამეცნიერო-პოპულარული ლექციები ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკაზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე;
  • გაეცნენ სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში;
  • ჩაატარეს სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტები;
  • მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრებაში.

ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის მონაწილეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. წელს მონაწილეობის სურვილი 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა და მათი აპლიკაციების განხილვის საფუძველზე 150 მონაწილე შევარჩიეთ.

რეგიონების მიხედვით მონაწილეები ასე განაწილდნენ:

  • თბილისი –30
  • კახეთი – 20
  • შიდა ქართლი და მცხეთა-თიანეთი – 10
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 20
  • აჭარა – 20
  • სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი – 10
  • იმერეთი - 20
  • გურია - 10
  • რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-10

2022 წელი

ბანერები