ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოცდაათი სტუდენტი ნორვეგიის განათლების სამინისტროს ეგიდით გამართულ საზაფხულო სკოლაში ისწავლის.

21 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა, რომელიც მსმენელებს სთავაზობს ორ მოდულს: ”ინკლუზიური განათლება და საკლასო პრაქტიკა” და ”მეტყველების განვითარების დარღვევები და კომუნიკაციის ფორმები”.

ინკლუზიური განათლების თანამედროვე პროგრამების დანერგვის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მხარი დაუჭირა ინკლუზიური განათლების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების საკითხებისადმი მიძღვნილი საზაფხულო სკოლის დაარსებას.

საზაფხულო სკოლის მიზანია იმ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, რომლებიც მუშაობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან. პროგრამა გათვალისწინებულია როგორც ბაკალავრიატ დამთავრებული სტუდენტებისთვის, ასევე საბავშვო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებისთვის. პროგრამაში მონაწილეობს 30 სტუდენტი (როგორც მაგისტრანტი, ასევე ბაკალავრი) და 30 საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგი.

პროექტის პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ნორვეგიის განათლების სამინისტრო; 5 - 9 ივლისს დაგაგმილია ნორვეგიელი პროფესორების ტრენინგები საზაფხულო სკოლის მსმენელთათვის.

ბანერები