


ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში“
ახალი ამბები
2022 წლის 23-30 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და კოსტალ კაროლინას უნივერსიტეტის (აშშ) პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ბაზალეთში გაიმართება საზაფხულო სკოლა „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში“.
სკოლაში ამერიკელი და ქართველი პროფესორები სტუდენტებს გააცნობენ უსაფრთხოების კვლევების თეორიულ და მეთოდოლოგიურ პერსპექტივებს, ასევე ევრაზიის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტს და გლობალური და რეგიონული აქტორების პოლიტიკას რეგიონთან მიმართებაში. თეორიული კომპონენტის გარდა პროგრამით გათვალისწინებულია პრაქტიკული აქტივობებიც, მათ შორის სამუშაო ჯგუფებში მუშაობა და ტრენინგი პოლიტიკის მოკლე დოკუმენტის (Policy Brief) შემუშავებასა და მოლაპარაკებების ხელოვნებაში. სტუდენტები ეწვევიან რუსეთის მიერ ოკუპირებული სამაჩაბლოს რეგიონის საოკუპაციო ხაზს, წეროვანის დევნილთა დასახლებებს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს და უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირთაგან შეძლებენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მიღებას.
სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და ამერიკელი სტუდენტები.
სკოლის ჩატარების თარიღები: 23-30 მაისი
ადგილი: ბაზალეთი
სამუშაო ენა: ინგლისური
სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სკოლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (ტრანსპორტირება, განთავსება, კვება) დაფარავს საორგანიზაციო კომიტეტი.
მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც მინიმუმ B2 დონეზე ფლობენ ინგლისური ენას და დაინტერესებულები არიან უსაფრთხოების კვლევების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესწავლით. პარტნიორი უნივერსიტეტის მოთხოვნით, სკოლაში მონაწილეობისათვის საჭიროა კანდიდატი იყოს სრულად ვაქცინირებული.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 11
სკოლაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: ana.mikautadze.1@iliauni.edu.ge; წერილის სათაურის ველში მიუთითეთ „ბაზალეთის საზაფხულო სკოლა“.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 11 მარტი (18:00 საათი)
მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან (პერიოდი: 14-18 მარტი)
ინფორმაციას გასაუბრების შედეგების შესახებ კანდიდატები მიიღებენ 20 მარტამდე ელფოსტის საშუალებით.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტაზე: ana.mikautadze.1@iliauni.edu.ge
2022 წელი