ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიუნის თეატრი ახალგაზრდულ ფესტივალზე

ილიაუნის თეატრის ახალგაზრდული სპექტაკლი „არიქა დო ვარიქა“ ახლახანს დაბრუნდა კიშინიოვის თეატრალური და კინომატოგრაფიული სკოლების საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალიდან. სპექტაკლის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერების სიუჟეტზე გახლავთ აგებული, ფესტივალის ორგანიზატორებმა ქართველ სტუდენტებს ფესტივალის ფარგლებში ყველაზე დიდი და პრესტიჟურლი Ginta Latina-ს სცენა დაუთმეს. წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა, ქართული სიმღერებით და შესრულების მანერით მოხიბლულმა მაყურებელმა ახალგაზრდა მსახიობებს სპექტაკლის დასრულების შემდეგაც სთხოვა შეესრულებინა რამდენიმე სიმღერა და თეატრის წინ მათთან ერთად იმღერეს ქართული და მოლდავური სიმღერები, ხოლო წარმოდგენაზე მყოფმა სხვადასხვა ქვეყნების თეატრალური ფესტივალების წარმომადგენლებმა კი წარმოდგენის თავიანთ ქვეყანაში ხილვის სურვილიც კი გამოთქვეს.

კიშინიოვის თეატრალური და კინომატოგრაფიული სკოლების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი წელს მეორედ ტარდება და მისი მიზანია ახალგაზრდა შემოქმედების დაახლოება, გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარება, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა, ენობრივი და გეოგრაფიული ბარიერების გადალახვა.

ფესტივალში საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ სლოვაკეთის, მოლდავეთის, რუმინეთის, პოლონეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის ახალგაზრდული დასები.

არიქა დო ვარიქას შემდეგი წარმოდგენა ილიაუნის თეატრში შედგება 3 მაისს. ინფორმაცია სპექტაკლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ>>.

ბანერები