ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნისა და SOS ბავშვთა სოფლის ერთობლივი პროექტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, SOS ბავშვთა სოფლის საგანმანათლებლო პროგრამის ბენეფიციართათვის ახორციელებს პროექტს.

პროექტის მიზანია, SOS ბავშვთა სოფლის საგანმანათლებლო პროგრამის ბენეფიციარებს - მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს - გაუადვილოს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროცესი.

პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი SOS ბავშვთა სოფლის საგანმანათლებლო პროგრამის ბენეფიციართათვის ატარებს ლექციათა ციკლს.

მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, 2 თვის განმავლობაში ინფორმაცია მიიღონ სხვადასხვა პროფესიაზე, დასაქმების შესაძლებლობებზე, სამეცნიერო მიმართულებით მუშაობის გაგრძელების პერსპექტივებზე.

შეხვედრათა ციკლი მოიცავს ისეთ პროფესიებს, როგორებიცაა: არქიტექტურა, ეკოლოგია, სამართალი, ტურიზმი, კინოხელოვნება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა და სხვ.

ბანერები