


ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა მეცნიერებისთვის უცნობი მღვიმური წურბელების სახეობები აღწერეს
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა – შალვა ბარჯაძემ, ეთერ მაღრაძემ და ლადო შავაძემ ევროპელ მეცნიერებთან – კლემენს გროსერთან (ელსტერტრებნიცი, გერმანია), არნო ფაისსა (შტუტგარტის სახელმწიფო ბუნების ისტორიის მუზეუმი, შტუტგარტი, გერმანია) და ვლადიმირ პეშიჩთან (მონტენეგროს უნივერსიტეტი, პოდგორიცა, მონტენეგრო) ერთად მღვიმური წურბლების ორი ახალი სახეობა აღწერეს: Dina imeretiensis – პრომეთეს მღვიმიდან (წყალტუბოს რაიონი, იმერეთი) და Dina samegreloensis – მოთენის მღვიმიდან (მარტვილის რაიონი, სამეგრელო). ეს სახეობები მორფოლოგიურად ახლოს დგას საკიშორის მღვიმეში (ამბროლაურის რაიონი, რაჭა) აღწერილ Dina ratschaensis Kobakhidze, 1958-თან.
სტატია, რომელიც გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალ European Journal of Taxonomy-ში, შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/crS18
2023 წელი