


ილიაუნის ხალხური გუნდის კონცერტი
30 იანვარს ილიაუნის თეატრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის გუნდის კონცერტი გაიმართა. ხალხური სიმღერის გუნდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრში პროფესორ, ეთნომუსიკოლოგ თამაზ გაბისონიას ხელმძღვანელობით გასული წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბდა, მისი წევრები არიან როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები, ასევე კურსდამთავრებულები. აღნიშნული კონცერტი გუნდის მეორე საანგარიშო კონცერტი იყო. გუნდის რეპერტუარში შედიოდა (ისევე, როგორც პირველ საანგარიშო კონცერტზე) საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და ჟანრის ოცდასამი სიმღერა და ორი საგალობელი. ძველი რეპერტუარიდან - ხუთი ნიმუში, რომლებიც ახალ შემადგენლობასთან ერთად გუნდის ყოფილმა წევრებმაც შეასრულეს.
გაზაფხულის სემესტრიდან ილიაუნის სტუდენტური ხალხური გუნდი ახალ წევრთა მიღებას აცხადებს.