


ილიაუნის თოთხმეტმა მაგისტრანტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 14-მა მაგისტრანტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.
გამარჯვებულ პროექტებს შორისაა:
- ეკატერინე ვეშაპიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი) – პროექტი „თვითსტიგმის კავშირი კეთილდღეობის მაჩვენებლებთან ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებში“
- სოფიო ხოხონიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) – პროექტი „PICK1 და DAT ცილების ურთიერთქმედების როლი პ-კრეზოლის ზემოქმედებით გამოწვეული დეპრესიის მოლეკულურ მექანიზმში“
- თორნიკე მკალავიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი) – პროექტი „აბულმუქის, საზანოს და ნარლი დარას შუაპალეოლითური ღია ადგილსაპოვებლების ინტერდისციპლინური კვლევა“
- ნინო ხუციშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი) – პროექტი „ელინისტური ხანის კოლხური კერამიკული ჭურჭლის კვლევა ნოქალაქევის არქეოლოგიური მასალების მიხედვით“
- გიორგი ჩილინგარაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) – პროექტი „მიელოპროლიფერაციული და მიელოდისპლაზიური დაავადებების შემდგომ განვითარებული მწვავე მიელოდიური ლეიკემიის რისკ მუტაციების შეფასება ქართულ პოპულაციაში“
- ნანა ზარდიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი) – პროექტი „აქრონიული სინამდვილის მოდელები თანამედროვე ქართულსა და იტალიურ რომანში“
- მედეა ბარბარიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი) – პროექტი „ინდივიდის ფსიქოლოგიური თავისებურებები და პანდემიასთან გამკლავება“
- ლუკა ხარხელაური (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) – პროექტი „მიოინოზიტოლის ზეგავლენა ეპილეპტოგენეზით გამოწვეული ინფლომოსომის კომპლექსის ექსპრესიაზე ვირთაგვების ტვინში“
- ანი გაბრიჭიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) – პროექტი „მდინარე იორის იქთიოფაუნა: თანამედროვე მდგომარეობა და სახეობათა მოწყვლადობის შეფასება“
- ანა მანჯიკაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) – პროექტი „კლდის ხვლიკების (გვარი-Darevskia) საკონტროლო ფილოგენიის აგება ბირთვულ მარკერებზე დაყრდნობით“
- ნათია ცაბაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) – პროექტი „მოკლე პერიოდული ციკლები მზის მსგავსი ვარსკვლავის აქტივობაში“
- ნინო ჩოჩელი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) – პროექტი „რეტინოიდის მჟავასთან დაკავშირებული ორფან რეცეპტორ-ალფა (RORA) და იმპრიტინგის რეკოგნიციული მეხსიერება შინაურ წიწილებში“
- ლიკა ლოლაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი) – პროექტი „ქალის უფლებები ადიღე ხაბზესა და დაღესტნურ ადათობრივ სამართალში - ქალის კულტურულ-პოლიტიკური როლი კავკასიაში“
- დავით წიკლაური (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) – პროექტი „გაგრა-ჯავის რღვევის რაჭა-ლეჩხუმის სეგმენტის დეფორმაციული ველის ანალიზი“
კონკურსის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.
ვულოცავთ მაგისტრანტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!
2022 წელი