ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი საქართველოს 9 რეგიონში ICT კურსებზე მიღებას იწყებს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით იწყებს ICT კურსებზე მიღებას საქართველოს 9 რეგიონში.

თუ გაინტერესებს ICT კურსები და გსურს განავითარო საკუთარი შესაძლებლობები, 15 დეკემბრიდან შეგიძლია დაიწყო სასურველი პროფესიის შესწავლა. პროექტის ICT კურსები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • გრაფიკული დიზაინი
  • ციფრული მარკეტინგი
  • Front-end Development

კურსებს გაუძღვებიან დარგის გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც დაგეხმარებიან შეისწავლოთ ვებპროგრამირების საწყისები Front end (HTML, CSS) გრაფიკული დიზაინის პროგრამებთან მუშაობის ტექნიკები, ციფრული მარკეტინგისთვის საჭირო ტექნიკები.

ტრენინგები გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში – როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს რეგიონული ცენტრების ბაზებზე. 

ტრენინგების დასრულების შემდგომ კურსის თითოეული მონაწილე იმუშავებს ფინალურ პროექტზე. ბოლოს წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.


ვის შეუძლია მონაწილეობა?

რუსთავის, გურჯაანის, ყვარლის, კასპის, ბათუმის, ოზურგეთის, წალენჯიხის, ქუთაისის, ამბროლაურის რეგიონების მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს 13 წელს ზემოთ.

გრაფიკული დიზაინის კურსზე მიღება ცხადდება შემდეგ ქალაქებში:

  • გურჯაანი 
  • ყვარელი
  • ბათუმი

სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3iXtYHf

ციფრული მარკეტინგის კურსზე მიღება ცხადდება შემდეგ ქალაქებში:

  • ოზურგეთი
  •  კასპი
  •  წალენჯიხა

სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3Fdgyyc

Front-end Development-ის კურსზე მიღება ცხადდება შემდეგ ქალაქებში:

  • რუსთავი
  • ქუთაისი
  • ამბროლაური

სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3uFuQTt


პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსება არა უგვიანეს 2022 წლის 14 დეკემბრისა.

ტრენინგები უფასოა.

მონაწილეების შეირჩევიან მოტივაციის საფუძველზე, რომლის შესახებაც სააპლიკაციო ფორმაში გამოხატავენ.

2022 წელი

ბანერები