


ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი Game Lab-ში მოხალისეების შერჩევას იწყებს
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი Game Lab-ში იწყებს მოხალისეთა შერჩევას შემდეგი მიმართულებებით:
- 3D პერსონაჟების დიზაინერი
- 3D prop არტისტი
- 3D ანიმატორი
- VFX არტისტი
- კონცეპტარტისტი
- UI დიზაინერი
თუ ხარ ილიაუნის სტუდენტი, გსურს, თავი გამოცადო მრავალფეროვან გარემოში, იმუშაო თამაშების შექმნასა და დიზაინზე და შენი პროფესია მოარგო თანამედროვე ტექნოლოგიურ საჭიროებებს, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს და განივითარონ შესაძლებლობები, რაშიც დაეხმარებიან გამოცდილი დეველოპერები და დიზაინერები.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
მოხალისეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, რომელსაც სურს ახალი უნარების, პროგრამების საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების შეძენა შესაბამისი მიმართულებით.
პროგრამები, რომლებსაც შესაძლოა ფლობდეს სტუდენტი მიმართულებების მიხედვით:
- 3D პერსონაჟების დიზაინერი – პროგრამები: Maya, Zbrush, Blender და შესაძლო სხვა;
- 3D prop არტისტი – პროგრამები: Blender, 3D max და შესაძლო სხვ;
- 3D ანიმატორი – პროგრამები: Maya, Blender და შესაძლო სხვ;
- VFX არტისტი – პროგრამები: Houdin, blender, Unreal engine და შესაძლო სხვ;
- UX/UI – პროგრამები: Figma, Adobe xd და შესაძლო სხვ;
როგორ გავხდე მოხალისე?
თუ გსურს, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და წვლილი შეიტანო თამაშებისა და დიზაინის სფეროს განვითარებაში, შეავსე სააპლიკაციო ფორმა 2023 წლის 25 მაისამდე.
სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/BnsgwAtXkYUP4GHD8
მოხალისეები შეირჩევიან გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში მონაწილეებს დავუკავშირდებით 2023 წლის 30 მაისის ჩათვლით. ისინი გაივლიან მეორე, გასაუბრების, ეტაპს. საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შესაბამისი მიმართულებებით და ჩაერთვებიან პროექტში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablab@iliauni.edu.ge
2023