ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

ახალი ამბები

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის რეკომენდებულ სპექტაკლებს შორის ილიაუნის თეატრის ორი სპექტაკლი მოხვდა. სპექტაკლები “უხერხემლო” და “დარისპანის გასაჭირი” თეატრის კრიტიკოსებისგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. ფესტივალის ქართული პროგრამიდან კრიტიკოსებმა სულ 17 სპექტაკლი აარჩიეს.

აღსანიშანავია, რომ ამ სპექტაკლების რეჟისორები საბა ასლამაზიშვილი და გელა გულიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური პროგრამის კურსდამთავრებულები არიან.

„დარისპანის გასაჭირი“ ილიაუნის თეატრში 23 და 24 სექტემბერს გაიმართება, ხოლო “უხერხემლო“ 26 და 27 სექტემბერს.

ფესტივალის სტუმრებისათვის სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები