ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტური როკ-ფესტივალი

უკვე მეორე წელია ივნისის დასაწყისში ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტურ როკ-ფესტივალს ატარებს.  9 ივნისს  ”მზიურში” საქართველოს ოთხი
უნივერსიტეტის რვა - როკ-ჯგუფი  გამოვიდა: Zurgi; Zenith; Evergreen; Thunder; Killers of Disaster;  Water Splash; The Mins; The Georgians.

ფესტივალზე დაუკრა ასევე შარშანდელი როკ-ფესტივალის გამარჯვებულმა The Pulse.

რაც შეეხება წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებულს, ეს გახლავთ  ჯგუფი Evergreen.

ფესტივალის გამარჯვებული ივნისის ბოლოს დაუკრავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრების გამოსაშვებ საღამოზე.

ბანერები