


ილიაუნის სტუდენტური გუნდი რუსთავში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის გოგონებმა 30 დეკემბერს რუსთავში დამდეგი ახალი წელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მოზრდილებს მიულოცეს. სტუდენტურმა გუნდმა მასპინძლებს საშობაო და სამხიარულო სიმღერები წარუდგინა, მცირე საჩუქრები შესთავაზა და გასართობ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა. საღამოს ორგანიზატორი იყო თათია გოგილაშვილი, ხოლო „ნერვული პათოლოგიის მქონე ბავშვების მშობელთა ასოციაციამ“ ღონისძიებას შეკრების ადგილი შესთავაზა. ბავშვებზე ასევე იზრუნა საიტმა gogaggg.com.
ილიაუნის სტუდენტური გუნდი (ხელმძღვანელი - მუსიკის ცენტრის ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია) გასული წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბდა და უკვე ერთი სემესტრის შემდეგ, ივნისში საანგარიშო კონცერტით წარდგა მსმენელის წინაშე. გუნდის კარი კვლავაც ღიაა ახალი წევრებისათვის - სტუდენტი გოგონებისა და ვაჟებისათვის.