ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტთა შემოქმედებითი საღამო

პარასკევს, 28 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკური მუსიკისა და პოეზიის საღამო გაიმართა. ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს.

მეორე კურსის სტუდენტის თორნიკე დადეგაშვილის კომპოზიციების ფონზე ლექსებს კითხულობდნენ ახალგაზრდა დამწყები პოეტები: აკო ალანია, გიგი ნათმელაძე, ირაკლი ჭინჭარაული, ჯუანშერ ტურაშვილი, გიორგი დანელია და გიორგი მუკბანიანი.

სტუდენტებმა თავიანთი შემოქმედება პირველად გამოიტანეს ფართო აუდიტორიის წინაშე. ღონისძიების ინიციატორი და მხარდამჭერი სტუდენტური თვითმმართველობა იყო.

 

ბანერები