


ილიაუნის სტუდენტებმა საერთაშორისო პროექტში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები
20-22 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქეთევან დოლიძემ, ქეთევან სართანიამ, ზვიად ცეცხლაძემ და გიორგი მამულაშვილმა მონაწილეობა მიიღეს თურქეთის ესკიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის სიმულაციაში. სიმულაცია, რომელიც გაიმართა Erasmus + Jan Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking “Europe at the periphery) ფარგლებში, ეხებოდა თემას „ომი უკრაინაში და ევროპაში შექმნილი დევნილთა კრიზისი“.
სიმულაციაში მონაწილეობდა სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტი. საქართველოს დელეგატები სიმულაციაში წარმატებული მონაწილეობისათვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ.
თურქეთში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი დავით აფრასიძე.
2022 წელი
გალერეა