ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტების წარმატება

მეგობრებო, გვინდა გაცნობოთ სასიხარულო ამბავი! მსოფლიო ბანკის ესეების კონკურსში, რომელიც ახლახანს ჩაატარა მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობამ, 5 გამარჯვებულიდან  3 ილიაუნის სტუდენტია!  ვულოცავთ გიორგი ელიზბარაშვილს,  ვალერი ოთხზორიას და მარიამ სულაშვილს! მოგახსენებთ მსოფლიო ბანკის კომისიის მუშაობის შედეგებს

კომისიის შემაჯამებელი სხდომა ჩატარდა ორშაბათს, 17 დეკემბერს. მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების მიერ წარმოდგენილი 25 ნაშრომის განხილვის შედეგად გამოიკვეთა ათი საუკეთესო ესეი. კომისიის წევრების გადაწყვეტილების თანახმად, შემდეგ ხუთ სტუდენტს გადაეცემა ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით:

ქეთევან ყიფიანი - კავკასიის უნივერსიტეტი
გიორგი ელიზბარაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ვალერი ოთხოზორია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
შოთა თხელიძე - საქართველოს უნივერსიტეტი
მარიამ სულაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საზეიმო დაჯილდოება ჩატარდება მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ მიღებაზე, სავარაუდოდ 21 იანვარს. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ სტუდენტებს ფულადი ჯილდო ჩაერიცხებათ შესაბამის საბანკო ანგარიშებზე ახალ წლამდე.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება მსოფლიო ბანკის ვებ გვერდზე უახლოეს ორ დღეში.

ბანერები