
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ილიაუნის სტუდენტები სილეზიის უნივერსიტეტში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 20 სტუდენტს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს პოლონური ენის გამოცდა, მიეცათ შესაძლებლობა, გაატარონ ერთი აკადემიური სემესტრი სილეზიის უნივერსიტეტში, კატოვიცაში (პოლონეთი). სტიპენდიები გაიცა პოლონეთის განათლებისა და საერთაშორისო გაცვლების ოფისის მიერ.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ კურსები ინგლისურ და პოლონურ ენებზე. სემესტრის წარმატებით დასრულებისათვის მათ უნდა მოაგროვონ მინიმუმ 30 კრედიტი. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ მათთვის საინტერესო 4 და 6-კრედიტიანი კურსები ისეთ საგნებში, როგორიც არის პოლონური ენა, ”პოლონეთი და პოლონური ენა კინემატოგრაფიაში” და ა.შ.