ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტები საწყალოსნო ექსპედიციაზე

2010  წლის  იანვარ-თებერვალში ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სტუდენტები  (ბერიტაშვილი  იოსებ,  დონაძე  პაატა,  მშვილდაძე  მადონა )  შვედეთ-საქართველოს  საწყალოსნო  არქეოლოგიის  ფარგლებში  (რომელიც  დაიწყო  2009  წლის  მაისში)  იმყოფებოდნენ  ბოდრუმის (თურქეთი)  საწყალოსნო   არქეოლოგიის  მსოფლიო  წამყვან  კვლევით  ინსტიტუტში INA (Institute  of  Natural  Archaeology).

სტუდენტები  მონაწილეობას  იღებდნენ  წყალქვეშ  აღმოჩენილი  მასალის  რესტავრირება-კონსერვაციაში.  ჯგუფმა  მთავარი  კონსერვატორის,  კიმბერლი  რაშის  მეთვალყურეობით  შეისწავლა  კონსერვაციის  მეთოდები  წყალქვეშ  მოპოვებულ  მასალებზე,  როგორიცაა:  ხე,  რკინა,  კერამიკა,  მარმარილო.

ჯგუფის  აქტივობის  შედეგად  პროექტის  წევრები  მიიწვიეს  იმავე  ინსტიტუტში,  სადაც  მონაწილეობას  მიიღებენ  ახალ  პროექტში  ”Nautical  and  Navel  Foodways  Assessments”,  რომელიც  განხორციელდება  ”MARIS” -სთან (Maritime  Aechaeologicial  Research  Institue,  Contact Person  Ulrica  Soderlind)  თანამშრომლობის  საფუძველზე.  პროექტის  ფარგლებში  ჯგუფს  შესაძლებლობა  ეძლევა,  იმუშოს  საწყალოსნო  არქეოლოგის  არქივსა  და  მუზეუმში.

ბანერები