ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტები პოლონეთში

2013 წლის 1 აგვისტოს კრასნოგრუდაში (პოლონეთი) ოფიციალურად გაიხსნა "დიალოგის საზაფხულო სკოლა", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

"დიალოგის საზაფხულო სკოლა" პირველად 2012 წელს ამოქმედდა. შარშანდელის მსგავსად, წლევანდელებიც (სკოლის სრული დაფინანსებით) უმეტესად იყვნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტები, დოქტორანტები და მკვლევარები, ასევე, სხვა უნივერსიტეტების და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"დიალოგის საზაფხულო სკოლა" 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა.

ბანერები