ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტები ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტს შორის 2010 წლის 5 ივლისს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები ნათია დაღელიშვილი და ელენე ხაჩიძე მიმდინარე სასწავლო წლის (2010-2011) განმავლობაში ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლიან. სტუდენტების სწავლის საფასურსა და მათი პოლონეთში ცხოვრების ყველა ხარჯს აანაზღაურებს ქ.პოზნანის საქალაქო მუნიციპალიტეტი.

მომავალ სასწავლო წელს იგეგმება პოლონეთში სასწავლებლად უფრო მეტი სტუდენტის გაგზავნა, კერძოდ, ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პროგრამების ყველა საფეხურის საუკეთესო მოსწრების სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ პოლონეთში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბიზნესის ფაკულტეტზე ორგანიზებულია პოლონური ენის სასწავლო კურსი.

ბანერები