ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სტიპენდიები აბიტურიენტებისთვის 2015

2015 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწესებს დამატებით სტიპენდიებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფიზიკის მიმართულებაზე და დაწყებითი სკოლის პედაგოგიკისა და სკოლამდელი აღზრდის პროგრამაზე იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და ჩაირიცხებიან აღნიშნულ მიმართულებასა თუ პროგრამაზე.

კერძოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 45000 ლარის ოდენობის სტიპენდიას გასცემს პირველკურსელებზე, რომლებიც 2015 წელს წარმატებით ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და ჩაირიცხებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

სტიპენდიები გადანაწილდება შემდეგი პრინციპით:

თუ ჩააბარებ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფიზიკის მიმართულებაზე და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით აღმოჩნდები აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა:

  • პირველ ხუთეულში - მიიღებ 1200-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს;
  • მომდევნო ათ სტუდენტს შორის - მიიღებ 600-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს;

თუ ჩააბარებ დაწყებითი სკოლის პედაგოგიკისა და სკოლამდელი აღზრდის საბაკალავრო პროგრამაზე 
და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით აღმოჩნდები აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა:

  • ხუთეულში - მიიღებ 1200-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს
  • მომდევნო 25 სტუდენტს შორის - მიიღებ 600-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს.

შეგახსენებთ, ორივე საბაკალავრო პროგრამა/მიმართულება (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა; დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა და სკოლამდელი აღზრდა) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი კი იქნება დამატებითი შემოსავლის წყარო, რომლის გამოყენებაც სტუდენტს შეეძლება პირადი საჭიროებების შესაბამისად. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: pr@iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

ბანერები