ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სასწავლო კორპუსების რეაბილიტაცია

ახალი ამბები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მთავრობის შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო 3 766 500 ლარის ოდენობის დაფინანსება.

პროექტის ფარგლებში, მოხდება უნივერსიტეტის  A, B, G და S კორპუსების სრული რეაბილიტაცია. ასევე, შეკეთდება ყველა კორპუსის ფასადი.

აღნიშნული კორპუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
 
სარემონტო სამუშაოები დასრულდება 2016 წლის შემოდგომის სემესტრისათვის.

ბანერები