


ილიაუნის სამართლის სკოლის წარმატება
ახალი ამბები
ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანს, პროფესორ გიორგი თუმანიშვილს და სამართლის სკოლის ლექტორს, ირინა აღაპიშვილმა, გერმანიაში (ქ. ფრანკფურტი) ვიზიტისას მიენიჭათ მსოფლიოში საინვესტიციო სამართალში წამყვანი საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო შეჯიბრის მსაჯის (არბიტრი) და ექსპერტის სტატუსი.
საინვესტიციო სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესების საერთაშორისო შეჯიბრი (Foreign Direct Investment Moot) დაფუძნებულ იქნა 2006 წელს, მისი დამფუძნებელი გახლავთ ხუთი ინსტიტუტი: Center for International Legal Studies, (Salzburg, Austria), Suffolk University Law School, Pepperdine University Law School, German Institution of Arbitration, Centre of European Law.
ყოველ წელს აღნიშნულ იმიტირებულ სასამართლო პროცესს მასპინძლობს ერთ-ერთი მისი დამფუძნებელი უნივერსიტეტი. 2012 წელს პროცესს უმასპინძლა სუფოლკის უნივერსიტეტმა, 2013 წელს კი FDI Moot-ი გაიმართა გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში. 2014 წელს შეჯიბრის ჩატარება იგეგმება მალიბუში.
ამ წარმატების შემდეგ ილიაუნის სამართლის სკოლა გახდა მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო შეჯიბრის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ უკვე არბიტრიც, ვინაიდან არბიტრები, თავის მხრივ, წარმოადგენენ ინსტიტუციას, რომელთანაც აქვთ აფილიაცია.
დამატებით ინფორმაცია (Foreign Direct Investment Moot)-ის არბიტრების შესახებ ხელმისაწვდომია ამ ბმულზე: http://www.fdimoot.org/arbitrators1.php