ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეები

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრობის კანდიდატებისათვის 2018 წლის მაისში ღია კარის დღეებს გამართავს. საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.

რა ინფორმაციას მიიღებთ საინფორმაციო შეხვედრაზე?

ილიაუნის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეზე თქვენ შეხვდებით სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამის წარმომადგენლებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას:

  • რა პროგრამებზე ექნება მიღება 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს;
  • როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ილიაუნის სამაგისტრო პროგრამებზე;
  • როგორ არჩევს ილიაუნი მაგისტრობის კანდიდატებს;
  • რას ისწავლით და ვინ გასწავლით თქვენ მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამებზე;
  • რომელი გაცვლითი პროგრამებით შეგიძლიათ სარგებლობა სწავლის განმავლობაში.

შეხვედრის ბოლოს გექნებათ საშუალება, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხი კომპეტენტური პირებისაგან.

დეტალური ინფორმაცია პროგრამების მიხედვით იხილეთ შესაბამის ბმულებზე:

დასწრება თავისუფალია.

საკონტაქტო ინფორმაცია

032 2 22 00 09 (352)
pr@iliauni.edu.ge

ბანერები