ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მაგისტრობის კანდიდატებისათვის 2018 წლის 10 მაისს საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/lawschool2018

რა ინფორმაციას მიიღებთ საინფორმაციო შეხვედრაზე?

ილიაუნის სამართლის სკოლის საინფორმაციო შეხვედრაზე თქვენ შეხვდებით სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამის წარმომადგენლებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას:

  • რა პროგრამებზე ექნება მიღება 2018 წელს სამართლის სკოლას;
  • როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ილიაუნის სამაგისტრო პროგრამებზე;
  • როგორ არჩევს ილიაუნის სამართლის სკოლა მაგისტრობის კანდიდატებს;
  • რას ისწავლით და ვინ გასწავლით თქვენ მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამებზე;
  • რომელი გაცვლითი პროგრამებით შეგიძლიათ სარგებლობა სწავლის განმავლობაში.

შეხვედრის ბოლოს გექნებათ საშუალება, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხი კომპეტენტური პირებისაგან.

დრო: 10 მაისი, 17:00 საათი

ადგილი: წიგნის სახლი ლიგამუსი (მის. ჭავჭავაძის N32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

დასწრება თავისუფალია.

საკონტაქტო ინფორმაცია

☏ 032 2 22 00 09 (301)
✉ lawfaculty@iliauni.edu.ge

ბანერები