მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი მაგისტრობის კანდიდატებისათვის 2018 წლის 8 და 14 მაისს საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/arts-sciences2018

რა ინფორმაციას მიიღებთ საინფორმაციო შეხვედრაზე?

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო შეხვედრაზე თქვენ შეხვდებით სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამის წარმომადგენლებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას:

  • რა პროგრამებზე ექნება მიღება 2018 წელს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტს;
  • როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ილიაუნის სამაგისტრო პროგრამებზე;
  • როგორ არჩევს ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი მაგისტრობის კანდიდატებს;
  • რას ისწავლით და ვინ გასწავლით თქვენ მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამებზე;
  • რომელი გაცვლითი პროგრამებით შეგიძლიათ სარგებლობა სწავლის განმავლობაში.

შეხვედრის ბოლოს გექნებათ საშუალება, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხი კომპეტენტური პირებისაგან.

დრო:

  • 8 მაისი, 15:00 საათი
  • 14 მაისი, 19:00 საათი

შენიშვნა: თქვენთვის სასურველი თარიღი უნდა აირჩიოთ რეგისტრაციისას

ადგილი: A101 აუდიტორია (მის. ჭავჭავაძის N32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

დასწრება თავისუფალია.

საკონტაქტო ინფორმაცია

☏  032 2 22 00 09 (200)
arts_sciences@iliauni.edu.ge

ბანერები