
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ილიაუნის საკალათბურთო ნაკრები შეჯიბრის გამარჯვებულია
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრები საქართველოს სტუდენტური ოლიმპიადის ფარგლებში ქუჩის კალათბურთში ჩატარებული შეჯიბრის გამარჯვებულია.
28 ოქტომბერს, ილიაუნის საკალათბურთო ნაკრები ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 9:6 იმარჯვა. აღნიშნულ შეჯიბრში მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდებმა დაიკავეს.
ილიაუნის ნაკრები მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან ჩაერთვება საქართველოს სტუდენტურ ჩემპიონატში, რისთვისაც გუნდი უკვე აქტიურად ემზადება.