
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ილიაუნის საკალათბურთო ნაკრები ქვეჯგუფში ლიდერობს
ახალი ამბები
კალათბურთელთა საქართველოს სტუდენტურ ჩემპიონატში ოცი უმაღლესი სასწავლებლის გუნდი მონაწილეობს. გუნდები ორ ჯგუფში არიან განაწილებული. ილიაუნელები A ჯგუფში თამაშობენ. მათ მე-5 ტურის შეხვედრა სტუმრად გამართეს ბათუმის საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებთან და, იმის მიუხედავად, რომ, სხვადასხვა მიზეზით, სამი წამყვანი მოთამაშე აკლდათ, მატჩის პირველივე წუთებიდან მასპინძლებს წარმატების ყოველგვარი იმედი გადაუწურეს. ილიაუნელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 81:73 და 10 ქულით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კალათბურთელებთან ერთად, გათამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. B ჯგუფში, ასევე, 10-10 ქულით თსუ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სეუ ლიდერობენ.
საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი კალათბურთში 2017 წლის მარტში განახლდება.