ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის საჩუქარი მზრუნველობამოკლებულ პატარებს

12 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრმა წყნეთის, კოჯრისა და დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლა. მზრუნველობამოკლებულმა პატარებმა მუსიკალური საახალწლო ზღაპარი „ჯვალოს თოჯინა“ ნახეს.

ილიაუნის თეატრის, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და საპატრიარქოს ერთობლივი ძალისხმევით ბავშვებმა საახალწლო ზღაპართან ერთად საჩუქრებიც მიიღეს.

 რეჟისორ ოთარ ეგაძის მიერ დადგმული უილიამ გიბსონის „ჯვალოს თოჯინას“ (მუსიკალური საახალწლო ზღაპარი) პრემიერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში 8 იანვარს შედგა. სპექტაკლში მონაწილეობენ: დავით გიგოლაშვილი, კახა გოგიძე, რუსიკო ბოლქვაძე, ვასიკო ოდიშვილი, ლელა თელია, თამთა ცინცაძე, სოსო მჭედლიშვილი, მაკა ძაგანია, ქეთი ძოწენიძე, ანდრია ვაჭრიძე, მარი კალატოზიშვილი, გიგა ცერცვაძე, მაგდა ხურციძე.

მუსიკალური საახალწლო ზღაპარი ერთნაირად საინტერესო და სახალისოა როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის. სპექტაკლი ბავშვებს სიკეთეს, სიყვარულს, მეგობრის დახმარებასა და ურთიერთთანადგომას ასწავლის.

ბანერები