ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის როკ-ფესტივალი მზიურში

5 ივნისს ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული როკ-ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფები და სხვა ქართული როკ-ბენდები: The Pulse, Three days, ჯგუფი ”თუმანი”, Lost in Time, Mutual Friends, The Georgians, Ironic.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით პირველი როკ-ფესტივალი დასრულდა.

წლის ბენდის წოდება მოიპოვა ჯგუფმა The Pulse, რომელიც სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა.

ორგანიზატორების განცხადებით, ილიაუნის როკ-ფესტივალი ყოველ წელს ივნისის დასაწყისში ჩატარდება.

ფესტივალის თანადამფინანსებელი გახლდათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივი პარტნიორი ”ბაზისბანკი”.

ბანერები