


ილიაუნის რეკლამების ფესტივალის დაჯილდოება
2012 წლის 13 ივლისს ილიას უნივერსიტეტში რეკლამების ფესტივალის ფინალური ეტაპი და დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდა. ფინალური ეტაპის სპონსორი გახლდათ კომპანია ალტა, რომელმაც გამარჯვებული გუნდის "ანონიმუსი"-ს ექვსივე წევრს (მარიამ ნოზაძე , მახო ჯიღაურიშვილი, ქეთი გონჯილაშვილი, ნინი მშვიდობაძე, თამუნა შათირიშვილი) ქენონის ციფრული ფოტოაპარატები გადასცა.
რეკლამების ფესტივალი ბიზნესის ფაკულტეტის, სტუდენტური თვითმმართველობისა და მომავალ ეკონომისტთა კლუბის ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა და წელს მასში მონაწილეობას 22 გუნდი იღებდა მონაწილეობას. იდეის ავტორი და პროექტის ორგანიზატორია სოფო ბოლქვაძე.
კონკურსი 3 ეტაპად გაიმართა: 1 ეტაპზე კომპანიის სარეკლამო რგოლები უნდა გამოეცნოთ, მეორეზე თავად უნდა მოეფიქრებინათ კრეატიული რეკლამა და ისტორია და სლოგანი, ხოლო მესამე ეტაპზე სარეკლამო ვიდეო რგოლები უნდა გადაეღოთ. ფინალურ ეტაპზე ჟიურის გადაწყვეტილებით 10 გუნდი გადავიდა. ფინალზე ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: მაია გონაშვილი (თავ-რე), რუსუდან დალაქიშვილი, ლანა ებრალიძე, არჩილ გამზარდია და ალტას მარკეტინგის მენეჯერი-ნინო წოწორია. მათი გადაწყვეტილებით გამოვლინდა სამი გამაჯვებული გუნდი. მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა: "FESTINA LENTE", მეორე ადგილზე გავიდა გუნდი: "ედელვაისი", ხოლო პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა "ანონიმუსი". სამივე გამარჯვებული გუნდი დაჯიდოვდა დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ასევე Go electronics-ისგან პრიზი გადაეცათ შარშანდელი რეკლამების ფესტივალის გამარჯვებულ გუნდს- "დიდი პლიუსი".