
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ილიაუნის რაგბის ნაკრები ჩემპიონია
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შვიდკაცა რაგბის ტურნირზე ილიაუნის ნაკრებმა ჩემპიონობა მოიპოვა.1 ივნისს ილიაუნის ნაკრები ნახევარფინალში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბული მატჩის შემდეგ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ფინალი 2 ივნისს გაიმართა, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მეტოქე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი იყო. ილიაუნის გუნდმა მეტოქეს ამჯერადაც სძლია და ტაბლოზე 24-10 დააფიქსირა.
შეჯიბრი დიდი დიღმის ”ვისოლის სარაგბო სტადიონზე” იმართებოდა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თემურ ჩიტიძე დასახელდა.