ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის პროფესორის წარმატება

აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის ცენტრის (ICTP) მიერ სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების მიზნით გამართულ ყოველწლიურ კონკურსში გაიმარჯვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ანდრია როგავას მიერ წარდგენილმა პროექტმა.

 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - School and Conference on Analytical and Computational Astrophysics გაიმართება 2011 წლის 14-25 ნოემბერს ქ. ტრიესტეში, იტალია. ღონისძიების ორგანიზებისთვის ცენტრი გამოყოფს 50 000 ევროს.

 ბატონი ანდრია როგავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ასტროფიზიკის მიმართულებით, ის არის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ასტროფიზიკის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი და 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. 2002 წელს მას მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში.

ბანერები