ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის პროფესორების სტატია რეიტინგულ ჟურნალში „Lancet Psychiatry“ გამოქვეყნდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, ჯანა ჯავახიშვილისა და ნინო მახაშვილის თანაავტორობით  საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში  „Lancet Psychiatry” (იმპაქტფაქტორი 64.3) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „Providing immediate digital mental health interventions and psycho-trauma support during political crises“.

სტატია შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისს, რომელიც დაცული ონლაინპლატფორმისა და ონლაინკონსულტირების საშუალებით ემსახურება ტოტალიტარულ რეჟიმში მცხოვრებ რეპრესირებულ ადამიანებს. ეს სერვისი ჯანა ჯავახიშვილმა და ნინო მახაშვილმა საერთაშორისო პარტნიორებთან - ფედერაცია ,,გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" და ჩეხეთის საზოგადოებრივი ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი - ერთად განავითარეს.

სტატიის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე: https://shorturl.at/syV16

ჟურნალის შესახებ  

ჟურნალი „Lancet Psychiatry” ფსიქიატრიული პროფილის ჟურნალებს შორის რეიტინგით მსოფლიოში მეორეა და მისი იმპაქტფაქტორია 64.3. მასში გამოქვეყნებული კვლევები ასახავს მსოფლიოში არსებულ ფსიქიატრიულ პრაქტიკას. თემები მოიცავს ფსიქოფარმაკოლოგიას, ფსიქოთერაპიას და ფსიქოსოციალურ მიდგომებს ყველა ტიპის ფსიქიატრიულ აშლილობასთან მიმართებით.

ვრცლად გამოცემის შესახებ: https://www.thelancet.com/lanpsy/about

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ამ მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებას ქალბატონებს, ჯანა ჯავახიშვილსა და ნინო მახაშვილს.

2023

ბანერები