ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულია

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „მულტიპლექსური პჯრ ტექნოლოგია ზეთოვანი კულტურების დეტექციისათვის“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულია.

უნივერსიტეტმა შეფასების ეტაპზე წარადგინა ერთი პროექტი.

გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ნელი დათუკიშვილი.

კონკურსის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს ორიგინალური კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას აღიარებული კონკრეტული პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად; ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის, მეთოდოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების, პროცესის ან გადაწყვეტის გამოყენებითობის დადგენას მცირე მასშტაბის პროტოტიპის ტექნოლოგიური/მეთოდოლოგიური განვითარების, ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ვალიდაციის, ან რეალურ გარემოში პილოტირების ან/და გამოყენების დემონსტრირების გზით.  კვლევა უნდა იყოს ექსპერიმენტულ განვითარებაზე, ტექნოლოგიური ტრანსფერის მზაობის დონის ამაღლებაზე, კომერციალიზაციაზე ან ინდუსტრიალიზაციაზე ორიენტირებული. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა კვლევებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ჭკვიანი სპეციალიზაციის გაძლიერებასა და მეცნიერების ეფექტურ ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში.

ბმული: https://bit.ly/3WK0LxX

2022 წელი

ბანერები