ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის კვლევის ანგარიში

ახალი ამბები

ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტი შესრულდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის კვლევითი ჯგუფის მიერ. კვლევითი პროექტის დასახელებაა - „წარსულის ტყვეობაში: ქართველი დევნილების ჩახშული ხმები და სოციალური ინტეგრაციის დილემა“ . კვლევა მოიცავს აკადემიურ პუბლიკაციასა და მოკლე პოლიტიკის დოკუმენტს (Policy Brief) – „ინტეგრაციის უგულებელყოფილი მხარე - სტიგმა, როგორც მძიმე ყოფის საფუძველი“. პოლიტიკის დოკუმენტი გათვალისწინებულია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. სარეკომენდაციო ანგარიშში ასახულია დევნილთა მწვავე სოციეტალური პრობლემები და შემოთავაზებულია მათი მოგვარებისთვის გადასადგმელი პრაქტიკული ნაბიჯები. კვლევა ყურადღებას ამახვილებს დევნილთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემებზე (სტიგმა, მარგინალობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ნაკლებობა) და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები